შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას და იმ რეფორმებს,რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრაზე განაცხადა, 2014 წელი საქართველოსთვის რთული იქნება, ვინაიდან ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე ერთი წლის განმავლობაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა.