სამართალი
"სისტემა "დაზეთილ" მდგომარეობაშია, გამზადებულია. იგივე სისტემა არსებობს, არაფერი შეცვლილა – მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებები არ არსებობს. კომპანიებს ისევ აქვთ "შავი ყუთები". ამ ეტაპზე უსმენენ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გამზადებულია ყველაფერი და როდის დაიწყება იგივე ბაკქანალია, რაც იყო, არავინ იცის. სხვათა შორის, კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ინტერნეტი – თქვენი წერილები პირდაპირ გაედინება და მიდის ერთ ადგილას, სადაც საჭიროა. არ ვიცი, იმ მასალებს კითხულობენ, არ კითხულობენ, მაგრამ მასალები მიდის", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. მისივე თქმით, მართალია, განადგურდა ფარული ჩანაწერები, მაგრამ დარჩენილია 26 ათასამდე ფაილი, არის ძალიან სერიოზული დოკუმენტები და ძალიან საშიშია ასეთი სერიოზული მასალების ქონა.
"თუ ჩვენ არ მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც დაადგენს მაღალ სტანდარტებს, რომ კონტროლი იყოს როგორც სასამართლოს, ისე პარლამენტის მხრიდან, ძალიან დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ დავბრუნდეთ იმ ვითარებაში, რომელშიც ვიყავით", - განაცხადა ტუღუშმა.