სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი გახსნა

1izolatori-sam-3საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის მთავარ სამმართველოში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი გახსნა.

დროებითი მოთავსების იზოლატორის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა: საკნებსა და დერეფნებში ჩატარდა სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები; საკნები აღიჭურვა ახალი ავეჯითა და ინვენტარით. დამონტაჟდა ანტივანდალური სანტექნიკა და დღე-ღამის რეჟიმის სანათები, რითაც დაკავებულის მიერ თვითდაზიანების ან თანამესაკნისთვის დაზიანების მიყენების შესაძლებლობა გამოირიცხა. შეკეთდა სავენტილაციო სისტემა, დროებით დაკავებულ პირთათვის მოეწყო საშხაპე ოთახი.

ასევე გარემონტდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა დასაკითხი ოთახები. განახლდა სამედიცინო პუნქტი და კეთილმოეწყო გასასეირნებელი ეზო.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დროებითი მოთავსების იზოლატორების

დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემა, რომლის მეშვეობით ხდება

მონიტორინგი. ასევე დაინერგა ახალი ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც დროის რეალურ რეჟიმში 24-საათიანი დაკვირვების საშუალებას იძლევა.