აქტუალური
საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2011-2014 წლებში სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიური ცვლილება 6-7 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. მთავრობის პროგნოზული შეფასებებით, 2010 წლისათვის სამომხმარებლო ფასები, სავარაუდოდ, 9 პროცენტით გაიზრდება.
2009 წელს, 2008 წელთან შედარებით, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხებზე ეროვნულ ვალუტაში 1.2%-ული პუნქტით გაიზარდა და 24.2%-ს გაუტოლდა. უცხოურ ვალუტაში კი სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 0.3%-ული პუნქტით მოიმატა და 21.3% შეადგინა. ეს რაც შეეხება მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, ფაქტი კი ერთია 2010 წლის მეორე კვარტალში საკვებ პროდუქტებზე მომატებულმა ფასმა 25%-ს გადააჭარბა. ექსპერტთა მტკიცებით კი, კრიზისი საკვები პროდუქტების ფასზე 2015 წლამდე გაგრძელდება.