შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 თვის და ნოემბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
საქართველო, 6 დეკემბერი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო
2013 წლის 11 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ასახავს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით.
სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 8492 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 24,2%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41,3% -ით მოიმატა და 59,6% -ია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ნოემბრის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით.
2013 წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1336 ერთეულით იკლო, რაც 34,9%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59,1%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,9%-ით მოიმატა.
2013 წლის 11 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (დაწვრილებით იხ. www.police.ge - ზე)