უცხოეთი
“ბერკუტის” მიერ მაიდანზე ნაცემი „ბავშვების“ შესახებ

1berkutსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. „ევრომაიდანის“ დარბევამ თითქოსდა უკვე აქტუალობა დაკარგა. ზედაპირზე ამოტივტივდა მთავრობის გადაყენების, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნები, კიევის ცენტრში სასაკლაოს მოწყობაში დამნაშავეთა თემაზე კი ოპოზიცია დუმილს ამჯობინებს. და მაინც, ვისთვის იყო ეს ხელსაყრელი? - ამის შესახებ From-ua წერს.

გამოცემის თქმით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ღამით მავანმა სუბიექტებმა ზღუდის დაშლა დაიწყეს, სპეცრაზმელებს ქვები დაუშინეს და ცრემლსადენი გაზი მიუშვეს. ზოგიერთი მედიასაშუალება მათ „ბავშვებს“ უწოდებს, თუმცა ისინი სტუდენტებიც კი არ არიან. გადამწყვეტ მომენტში განრისხებული „ბერკუტი“ პროვოკაციის მომწყობებს დაერია და გასაკვირი არ არის, რომ მათში შერეულ ზოგიერთ სტუდენტსაც მოხვდა.

„ბავშვების“ სიას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ისინი სრულიად მოწიფული მამაკაცები არიან, ზოგიერთი მათგანი უმუშევარია. ნუსხაში არიან: 54 წლის პეტრე ცაპუნი, 57 წლის ეგორ სირენკო., 31 წლის ანდრე სოკოლენკო, 40 წლის ივან რიბაჩოკი, 30 წლის დიმიტრი მიხალჩუკი, 36 წლის იური ვარჩენკო და ა. შ. მათ შორის კიეველი თითქმის არავინაა, ძირითადად ლვოვის, როვნოსა და დასავლეთ უკრაინის სხვა ქალაქების მცხოვრებლები არიან.

საგულისხმოა, რომ როცა რეგიონების პარტიიდან ანატოლი კინახმა რადას წინადადებით მიმართა, შეექმნათ საპროტესტო აქციების შეფასების სპეცკომისია, ოპოზიცია ამას შეხვდა შეძახილებით: „სირცხვილია!“.

როგორც ჩანს, მავანთ ძალიან სჭირდებოდათ სიტუაციის „გამოცოცხლება“ და, ამასთან, იმის საშუალებაც ჰქონდათ, ცალი ხელით პროვოკატორები, მეორეთი კი „ბერკუტი“ ემართათ.