საზოგადოება
ზვიად ქორიძე: „პატრიარქი საქართველოს ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება“

1koriZe-saz-3საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე 4 დეკემბერს თვითმმართველობის რეფორმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის საქართველოს დაშლისკენაა მიმართული. პატრიარქის აღნიშნული განცხადების შესახებ ჟურნალისტი ზვიად ქორიძე “ნეტგაზეთს” ესაუბრა.

როდესაც ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი მხარს უჭერს თვითმმართველობის კოდექსს, მმართველი კოალიციის იდეური ლიდერი უჭერს მხარს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე უჭერს მხარს, თავისთავად ჩნდება კითხვა, ვინ არის ის, ვინც არ უჭერს მხარს. და კითხვა დავსვათ ასე, რას არ უჭერს მხარს? არ უჭერს მხარს კონკრეტულ კოდექსს? იმას, რომ საქართველოში იყოს პირველადი დემოკრატია ძლიერი, არჩევითი დემოკრატია ძლიერი, ევროპული დემოკრატია ძლიერი? ყველა ის ჯგუფი, ის ადამიანი, ვინც დღეს უპირისპირდება დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ვინც უპირისპირდება ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, თვითმმართველობის კოდექსს და .. ყველა ეს ადამიანი, აქვს თუ არა ეს მას გაცნობიერებული, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ არჩევანს, საქართველოს პროგრესს. ამიტომაც იყო ჩემთვის პატრიარქის განცხადება შემაშფოთებელი, რომელმაც სწორედ საქართველოს პროგრესის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება, ევროპული არჩევანის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება“, - განაცხადა ქორიძემ, რომლის შეფასებით, არანაირი რაციონალური საფუძველი პატრიარქის განცხადებას არა აქვს.

„ეს კოდექსი, თუ მას ვინმე კარგად იცნობს, არანაირად არ ითვალისწინებს საქართველოს დაშლას, ის ითვალისწინებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მექანიზმების შექმნას“, - აღნიშნა მან.