სამართალი
აღნიშნული ინციდენტი გუშინ თავისუფლების მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის მისვლასა და მის მიერ პირველი სანთლის დანთებამდე მოხდა. გიორგი მარგველაშვილმა დამსწრეებს სიტყვითაც მიმართა.
ხანუქას დღესასწაული გააპროტესტეს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმაც, მათ შორის იყო მღვდელი დავით ისაკაძე.
როგორც მან ადგილზე შეკრებილებს განუცხადა, პრეზიდენტის ებრაულ დღესასწაულზე მისვლა და ებრაელი ხალხისთვის მილოცვა, მათთვის მიუღებელია.
"ებრაელებმა იესოს უწოდეს მეძავის შვილი და დღეს აქ ცეკვა-თამაში გაგვიმართეს, თორემ ებრაელ ხალხთან კი არ გვაქვს ჩვენ პრობლემა - დღესასწაულთან გვაქვს. ასე არ შეიძლება, ქართველები ვართ", - განაცხადა დავით ისაკაძემ.