ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი მომღერალია
საქართველო, 5 დეკემბერი,
საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე უტყობინებოდა, გუშინ, 4 დეკემბერს, რუსული გამოცემები დილიდან წერდნენ მოსკოვში
ბიძინა ივანიშვილის დის -
ლიალია ივანიშვილის ძარცვის შესახებ, რომელსაც 3 დეკემბერს სუპერმარკეტში 7000-დოლარიანი მობილური ტელეფონი მოჰპარეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზარალებული საქართველოს ექსპრემიერის ახლო ნათესავია.
"პირველი რადიოს" მიერ გუშინ გავრცელებული ცნობით, ლიალია ივანიშვილი მომღერალია და რამდენიმე ქართულენოვანი სიმღერაც აქვს ჩაწერილი.