სამართალი
მოსკოვში ბიძინა ივანიშვილის ნათესავი დააყაჩაღეს

1samart-2-lialiaსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 4 დეკემბერს, რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და, 37 წლის ალ ივანიშვილი 3 დეკემბერს  მოსკოვში, მიკლუხო მაკლაიას ქუჩაზე მდებარე პროდუქტების სუპერმარკეტში დააყაჩაღეს. უცნობმა პირებმა მას "ვერტუს" ბრენდის მობილური ტელეფონი მოჰპარეს, რომლის ღირებულება 7000 ამერიკული დოლარია. ლიალია ივანიშვილმა უკვე იჩივლა პოლიციაში და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გუშინვე რუსულმა მედიამ გაავრცელა კიდევ ერთი ცნობა, სადაც ნათქვამია, რომ ლიალია ივანიშვილი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის და კი არა, ბიძაშვილია.