სამართალი
სასამართლომ ახალაია გაამართლა, გორგაძე და შამათავა კი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

1samart-1-axalaiaსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 4 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლომ  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გაამართლა, თუმცა დანარჩენ ბრალდებულთა ნაწილში საქალაქო სასამართლოს განაჩენი ბათილად სცნო, რის საფუძველზეც ალექსანდრე გორგაძე და ზურაბ შამათავა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, ბაჩო ახალაია გამართლდა, თუმცა პროკურატურა, ალბათ, ამაყობს იმით, რომ ომის ორი გმირიალექსანდრე გორგაძე და ზურაბ შამათავა დღეს დაკავებულები არიან. მათ თავისუფლების 5 წლით აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა ამნისტიით ეს ვადა 3 წლამდე და 9 თვემდე შემცირდა“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ონიანმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქმე სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთისა და ზვიად აბესაძისათვის თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებს ეხებოდა.