საზოგადოება
საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. არ შეიძლება პატრიარქი აკეთებდეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ თვითმმართველობის კოდექსი რისკებს შეიცავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება პატრიარქმა ქადაგებისას გააკეთა:
"ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისაკენ, დარღვევისაკენ. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", – განაცხადა ილია მეორემ.