პოლიტიკა
ფანჯიკიძის პირობები: “დიპლომატიური ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის იმ შემთხვევაში აღდგება, თუ საქართველოს დეოკუპაცია მოხდება, ხოლო რფ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან წაიღებს”

1polit-3-fanCiსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ საღამოს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი მოსკოვისა და თბილისის დიალოგის დღის წესრიგში დაბრუნდება, მას საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ უპასუხა.

“საქართველოსთვის სასურველია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ვინაიდან ეს ორ რამეს გულისხმობს: პირველი - ქვეყნის დეოკუპაციას და მეორე - აღიარების უკან გაწვევას. შესაბამისად, ამ პირობების შესრულების შემთხვევაში ჩვენ დიდი სიამოვნებით აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას”, - განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.