პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკური საბჭო შექმნა და "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა

1polit-2-mtav-sabWoსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრს გადატვირთული დღე ჰქონდა.

გაიმართა პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს პირველი სხდომა. საბჭო თორმეტი კაცით განისაზღვრა, რომლის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკური ჯგუფის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ბიზნესომბუდსმენი. საბჭომ თხოვნით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ჩაერთოს პრემიერთან არსებული საბჭოს მუშაობაში. საბჭოს შემადგენლობამ დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური საკითხები განიხილა და ეკონომიკური გარემოს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა.

შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებმა საორგანიზაციო-სტრუქტურულ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიის პოლიტიკური მდივანი იქნება გია ვოლსკი, იურიდიული საკითხების მდივანი - ირინა იმერლიშვილი, საერთაშორისო საკითხების მდივანი - არმაზ ახვლედიანი, ხოლო ახალგაზრდულ ფრთას უხელმძღვანელებს ირაკლი გვილავა.

სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შედგა.

1polit-2-qvem-sabWo