პოლიტიკა
პრემიერმა ღარიბაშვილმა „რესპუბლიკური წყვილისგან“ კატეგორიულად მოითხოვა კოდექსის პროექტიდან VII კარის ამოღება, რომელიც საქართველოში ახალი რეგიონული ავტონომიების შექმნას ითვალისწინებს

1polit-1-kategoricheskiსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ ა.წ. 3 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან (უსუფაშვილი, ხიდაშელი და სხვ). როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოსთვის" გახდა ცნობილი, შეხვედრაზე განხილულ იქნა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი.

პრემიერმინისტრმა კატეგორიულად მოითხოვა კოდექსის პროექტიდან VII კარის ამოღება, რაც საქართველოში ახალი რეგიონული ავტონომიების შექმნას ითვალისწინებს. ღარიბაშვილმა გამოხატა აგრეთვე თავისი უარყოფითი პოზიცია ეთნიკური ნიშნით ახალი მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ პროექტს აპროტესტებს აგრეთვე არასაპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც - ა.წ. 8 დეკემბერს გაიმართება მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, სადაც ცნობილი გახდება თვითმმართველობის კოდექსის გადამუშავებული ვარიანტი.