უცხოეთი
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბრიუსელში 28 ნატოელ კოლეგას შეხვდა. «Ъ»-ის წყაროს ცნობით, ალიანსის შტაბბინაში რუსეთ-ნატოს სხდომის საკვანძო მიღწევად შეიძლება იქცეს მინისტრების მხარდაჭერა ახალი ერთობლივი პროექტის წამოწყებაში. ლაპარაკია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო მასალისა და მოძველებული საბჭოთა არსენალების უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა უტილიზაციის სფეროში თანამშრომლობაზე. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს დრომოჭმული არსენალების საერთო ძალისხმევით უტილიზება ნატოს მოწინავე და ამ სფეროში რუსეთის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების მეშვეობით. საპილოტო პროექტის ადგილად კალინინგრადის ოლქი შეირჩა.