საზოგადოება
„მწვანეთა პარტია“ აპროტესტებს...

wminda-ninos-jvari„მწვანეთა პარტია“ მცხეთაში წმიდა ნინოს ჯვრის ადგილას სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც საქინფორმს „მწვანეთა პარტიიდან“ აცნობეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს.

„ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოსა და მსოფლიო ქრისტიანული სარწმუნოებისთვის უმნიშვნელოვანეს, მეორე იერუსალიმად წოდებულ ქალაქ მცხეთაში საქართველოს საპატრიარქოს მიერ წმინდა ადგილად აღიარებული ადგილის მიტაცება და შებილწვა მიმდინარეობს. იმ ადგილას, სადაც მირიან მეფე და ნანა დედოფალი მოინათლნენ, სასტუმრო კომპლექსისა და რესტორნის მშენებლობა იგეგმება. ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ეს უმსგავსობა!“- განუცხადეს საქინფორმს მწვანეებმა.