აქტუალური
მინისტერიალის ფარგლებში დღეს ISAF-ის მისიაზე იმსჯელეს. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. რამდენიმე წუთის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი.
„საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები უცვლელი რჩება. უცვლელია ჩვენი პოზიციაც. მოვითხოვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას. ვეწინააღმდეგებით ყველანაირ გამყოფ ზოლს. ახლა არა გაყოფის, არამედ ხიდების აღდგენის დროა. მავთულხლართების გავლების ნაცვლად საჭიროა ფიქრი დიალოგის აღდგენაზე და ყველასათვის მისაღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.