საზოგადოება
შს მინისტრი: „ბიბლიაზე და ხატზე დავიფიცებ, რომ 26 მაისის მობილიზაციის გამოცხადებისას კაბინეტში ვიჯექი!“

1saz-2-amaSukeliსაქართველო, 4 დეკებერი, საქიფორმი. მას შემდეგ, რაც გაზეთ „ასავალ-დასავალის“47-ე ნომერში  (25 ნოემბერი-1 დეკემბერი) დაიბეჭდა  პოეტ რეზ ამაშუკელის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ აუცილებლად შეხვდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს და ჰკითხავდა, თუ სად იყო და რას აკეთებდა იგი 26 მაისს, ამაშუკელს მანქანა გაუგზავნეს და შსს-ში მიიწვიეს.

„მე დამხვდა 29 წლის ზრდილი და თავაზიანი ახალგაზრდა, რომელმაც მითხრა: ბატონო რეზო, ბიბლიაზე და ხატზე დავიფიცებ, როცა 26 მაისის მობილიზაცია იყო გამოცხადებული, კაბინეტში ვიჯექიო!... ახლა თუ ჩვენ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რატომ იყო იმ სისტემაში, ეს არასწორი იქნება, რადგან ვინც ახლა მუშაობს, ყველა იმ სისტემაში იყო მაშინ“, - განაცხადა რეზო ამაშუკელმა „ასავალ-დასავალთან“ მორიგ (2-8 დეკემბერი, №48) ინტერვიუში.