სამართალი
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა დამცველ თომას ჰამარბერგს შეხვდა.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით შემუშავებული მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ძირითადად თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს დაეყრდნო.
პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს თომას ჰამერბერგს გაწეული შრომატევადი სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით საქართველო მალე ქმედით ნაბიჯს გადადგამს.