პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი - Russia Today: " ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ჩვენი ამოცანაა. მესმის, რომ რთულია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის დიალოგი, მოლაპარაკებები საჭირო"

1pol-1-russiaსაქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ა.წ. 30 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Russia Today-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო:

"რუსეთი ჩვენი მეზობელია და თბილი ურთიერთობ ქართველებსა და რუსებს შორის ყოველთვის იყო. ჩვენ, ქართველებს, გვახსოვს ეს ურთიერთობ, რომელიც იყო ადრე და რომელიც არის ახლა. თქვენ იცით, რომ მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. ამ ფონზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესები ჩვენთვის გაუგებარია.

... ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ჩვენი ამოცანაა. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის დიალოგი, მოლაპარაკებები საჭირო.

მინდა რამდენიმე სიტყვა კონფლიქტის შესახებაც ვთქვა. ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას, სხვაგვარად ძალიან რთული იქნება რუსეთთან ეფექტიანი დიალოგის წარმართვა. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია...

აი, სწორედ ამიტომ გამოთქვამს სურვილს ჩვენი მთავრობა რუსეთთან დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე გადავდგით ეს ნაბიჯი ჩვენ შორის ურთიერთობის დარეგულირებისთვის. ჩემი აზრით, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ნამდვილად მძიმე ტვირთია. თუკი ერთ დღესაც (საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს) რუსეთის მთავრობა გადაწყვეტს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზით, ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.