საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით მსოფლიოს წამყვანი ფირმები დაინტერესდნენ.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პორტუგალიაში "Intel"-ის საბავშვო სასწავლო ნოუთბუკების მწარმოებელ კომპანია JP Sa Gouto-ის დამფუძნებელს ხორხე სა კოუტოსა და პროექტ "Magellan"-ის ხელმძღვანელს - ლუის სილვიერა პინტოს შეხვდა. აშენდება ქარხანა, რომელშიც, ნოუთბუკების გარდა, სხვა სახის კომპიუტერების აწყობაც იგეგმება.