სამართალი
ციხის სარდაფში მოშიმშილე პატიმრებს სცემეს!

1cixeსაქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. რუსთავის მეექვსე დაწესებულებასა და გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.

ერთ-ერთი პატიმრის თქმით, 30 ნოემბერს "მოამბის" პირდაპირ ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ მოშიმშილეები საპყრობილის სარდაფში ჩაიყვანეს და მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს.

პატიმრები უკვე მე-12 დღეა შიმშილობენ. ისინი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, საქმეების თავიდან გადახედვას და შეკრებითობის პრინციპის სწორად წარმართვას მოთხოვენ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-8 საპყრობილეში ზემოაღნიშნული მოხოვნებით 150 პატიმარი შიმშილობდა.

გუშინვე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ მოშიმშილეებს სოლიდარობას სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებების პატიმრებიც გამოუცხადებენ.