აქტუალური
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მისწრაფებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია RT-ს ჟურნალისტ სოფო შევარდნაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „არ ვამბობ, რომ დღეს მზად ვართ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ. ბევრი გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სწორ გზას ვადგავართ. ამას თანმიმდევრულობა სჭირდება“, - განაცხადა მან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება.
„წავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.