სამართალი
ნორლანდი: „ ჩვენ გვესმის საქართველოს მთავრობის პოზიცია“

1richard-norlსაქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ს ესმის საქართველოს პოზიცია სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.

"ეს არის საქართველოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ჩვენ გვესმის საქართველოს მთავრობის პოზიცია", - აღნიშნა ნორლანდმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსული ტელეკომპანია RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება.