საზოგადოება
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ცეზარ გრაბარჩიკის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობა და მისი გაღრმავების გზები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს. „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს წინსვლა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე 2012 წლის ისტორიული მნიშვნელობის არჩევნების შემდეგ. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება ცხადყოფს ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის მანძილზე მმართველი პარტიის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრის საზოგადოებრივ მოწონებას. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, რაც პოლონეთის რესპუბლიკამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ გამოიჩინა. საქართველოს ხელისუფლება ერთგულია დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების და ძალ-ღონეს არ იშურებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის განსამტკიცებლად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.