სამართალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

1sam-3-roiteriსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სააგენტო “როიტერთან “ საუბრისას განაცხადა.

„საქართველო მიესალმება ჟენევაში P5+1 ქვეყნებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მიღწეულ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მივესალმებით მსგავსი მწვავე საკითხის დიალოგის გზით დარეგულირების პერსპექტივას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული მხარეებისათვის, არამედ ზოგადად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებით გააგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას არსებული პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად“, -აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააგენტო “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.