სამართალი
მარგველაშვილი: „სააკაშვილი არის თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე“

1sam-2-miSaსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოფიციალურად წაყენებული ბრალდებები არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ასოშიეითედ პრესის" ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანხმად, სააკაშვილი რამდენიმე თვეს საზღვარგარეთ გაატარებს, რადგან შიშობს, რომ ახალი მთავრობა დააპატიმრებს“.

„ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოფიციალურად წაყენებული ბრალდებები არ არსებობს. შესაბამისად, ის არის თავისუფალი ქვეყნის და თავისუფალი სამყაროს თავისუფალი მოქალაქე. მას შეუძლია იყოს იქ, სადაც სურს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.