აქტუალური
პოლკოვნიკ ძნელაძის გაცილების და გენერალ-მაიორ კაპანაძის დანიშვნის ოფიციალური ცერემონიალი

1aqt-3-gacilebaსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფრმი. თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის თანამდებობიდან გაცილების და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ცერემონიალი გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩები და სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ძნელაძეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ გენერალ-მაიორ კაპანაძეს ახალი სამხედრო წოდება მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. ცერემონიალზე გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ახალი სამხედრო წოდების სამხრეები საზეიმოდ გადაეცა.

მოგვიანებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა გააფორმა.