საზოგადოება
ცოფით დაავადებული 16 წლის მოზარდი გუშინ ღამით გარდაიცვალა. მოზარდი ცოფის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი დღის წინათ მოათავსეს. გარდაცვლილ ბიჭს თვის წინათ თელავის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში, საკუთარმა ძაღლმა უკბინა.
მას სათანადო აცრები არ ჩატარებია და საავადმყოფოში მხოლოდ ცოფის ნიშნების გამოვლენის შემდეგ მიიყვანეს. ინფექციურ საავადმყოფოში მიყვანისას მოზარდის მდგომარეობა უკვე უკიდურესად მძიმე იყო და ექიმების დახმარებაც უშედეგო აღმოჩნდა.