უცხოეთი
იანუკოვიჩმა ევროკავშირს დიდი კომპენსაცია და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკების გამართვა მოსთხოვა

ucx-2-kompensaciaსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვერ დაიყოლიეს, ასოცირების შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, - ამის შესახებ AFP იტყობინება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში იანუკოვიჩის, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეისა და ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვედრისას შედეგი მიღწეული არ იქნა.

„ვერავითარ პროგრესს ვერ მივაღწიეთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. იანუკოვიჩმა ევროკავშირისგან დიდი კომპენსაცია და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკების გამართვა მოითხოვა.

თუმცაღა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა.