უცხოეთი
საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. დამასკოში რუსეთის საელჩოს დაცხრილვისას ერთი სირიელი დაიღუპა, 9 კაცი კი, მათ შორის საელჩოს მცველები, დაიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება ავრცელებს.
„28 ნოემბერს დამასკოში, იმ რაიონის ნაღმმტყორცნით დაცხრილვის შედეგად, სადაც სირიაში რუსეთის საელჩო მდებარეობს, ერთი ნაღმი მის ტერიტორიაზე აფეთქდა, მეორე კი - უშუალო სიახლოვეს. რუსეთის მოქალაქეები არ დაზარალებულან“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში. დიპმისიის შენობას უმნიშვნელო ზარალი მიადგა.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ მკაცრად გმობენ ბოლო ხანს დამასკოს ცენტრში ბოევიკების მიერ განხორციელებულ იერიშებს.