სამართალი
“ისეთი ამაღელვებელია დღევანდელი დღე, რომ ცოტა ცრემლებიც წამომოვიდა ხელმოწერის პროცესში და ხელიც ამიკანკალდა.მაგრამ მაინც მტკიცე ხელით მოვაწერე ხელი და იმედი მაქვს, რომ ეს დღევანდელი ისტორიული დღე მართლაც იქნება შეუქცევადი საქართველოსთვის ევროპულ გზაზე და საქართველო ძალიან მალე გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და ნამდვილი წევრი”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება 2014 წლის შემოდგომაზე მოხდება.