სამართალი
საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს ვენდეტის დასრულება და რეფორმების გაგრძელება უსურვა, - ეს განცხადება მან ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც გამართულ ფორუმზე საქართველოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავების დეტალების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი გზავნილი იქნება ასეთი: თქვენ გქონდათ კავკასიური ვენდეტა წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ საკმარისია, ახლა უნდა გააგრძელოთ რეფორმები“, - განაცხადა სიკორსკიმ.
დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც უსაფრთხოების, ეკონომიკისა და პოლიტიკის დარგებში თანამშრომლობას გულისხმობს.