სამართალი
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

samart-1-safrangetisსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ვილნიუსში მიმდინარე “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საფრანგეთის რეპუბლიკის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შორის შეხვედრა გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის საკითხებში და სხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საფრანგეთმა შეასრულა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პერიოდში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობას და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სტანდარტებთან მიახლოვებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში.

საფრანგეთის პირველმა პირმა დაადასტურა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს.