აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან

aqtual-2-Sulcსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მარტინ  შულცს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროპარლამენტის მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა სფეროში გაწეული თანადგომისათვის.

მარტინ შულცმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ევროპული არჩევანი და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უახლოეს პერიოდში მათი შეხვედრა ისევ შედგება.