საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ანდრის ბერზინშს ლატვიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ლატვიის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობა და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ბიზნესის, ვაჭრობის, თავდაცვისა და სხვა სფეროებში. საუბრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.