საზოგადოება
საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტ ჰენრი მალოსეს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ევროინტეგრაციულ პროცესებში, შეხვედრაზე მხარეებმა წარმატებულ ნაბიჯად შეაფასეს საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ფორმაციის შესახებ სტრატეგიის (2014-17წ.წ.) დამტკიცება.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.