აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი: „საქართველო ევროკავშირთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეა მსოფლიოში კრიზისის მართვის საკითხებში“

aqtual-3-krizisis-martvaსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ვილნიუსის სამიტის ფარგლებში გაიმართა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ოფიციალური პარაფირებისა და ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საგანგებო განცხადებისათვის ტრიბუნა დაეთმო.

„მინდა მივულოცო საქართველოს და ევროკავშირს ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც აფუძნებს საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში ჩართვას. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეა მსოფლიოში კრიზისის მართვის საკითხებში. ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყნის მშენებლობის პროცესში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროკავშირთან ერთად მონაწილეობა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.