სამართალი
საქართველოში გამდიდრებული ურანის შემოტანის ბრალდებით მესამე ეჭვმიტანილი - გარიკ დადასიანი დააკავეს

uraniსომეხმა სამართალდამცველებმა ქართული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დადასიანი აპრილში დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავრცელდა. დადასიანი ამავე ბრალდებით 2003 წელსაც იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.

ურანის გაყიდვა დადასიანმა საქართველოში დაკავებულ ტონოიანსა და ოჰაიანს შესთავაზა, რომლებმაც სახიფათო ნივთიერება საზღვარზე სიგარეტის კოლოფით შემოიტანეს. სულ ამოღებულია 18 გრამი გამდიდრებული ურანი, რომელსაც სომხეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე 1 მილიონ 500 ათას დოლარად ყიდდნენ. რეალიზატორები ქართველმა სამართალდამცველებმა 11 მარტს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.