პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან სუმა ჩაკრაბარტისთან

polit-3-Cakrabartiსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ( EBRD) პრეზიდენტს ბატონ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ხელშეკრულებების პარაფირების მნიშვნელობა.

გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა საქართველოს მზადყოფნა, 2015 წელს უმასპინძლოს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას. ასევე აღინიშნა საქართველოს მზადყოფნა რეფორმების გაგრძელებისკენ, რათა ქვეყანამ მოახდინოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოთხოვნათა იმპლემენტაცია.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა დადებითად შეაფასა: ეს იყო წინასწარი შეხვედრა საქართველოს ახალ პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ თქვენს ქვეყანასთან არსებულ ინტენსიურ პარტნიორობაზე. დაახლოებით 2 მილიარდი ევრო იყო ინვესტირებული ამ 20 წლის მანძილზე. ასე რომ, ეს არის ნამდვილად ძლიერი თანამშრომლობა და ჩვენ გვსურს ეს შევინარჩუნოთ მომავალშიც“, - აღნიშნა ბატონმა ჩაკრაბარტიმ.