საზოგადოება
სავაჭრო ქსელში ქართული ღვინო "სტალინი" გამოჩნდა

stali-Rvinoსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისში სუპერ და ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული წარმოების ღვინო "სტალინი"  იყიდება, - ამ ინფორმაციას News.ge ავრცელებს.

News.ge-ს გადამღები ჯგუფი აღნიშნული დასახელების ღვინოს "კარფურის" ქსელში, დადიანის ქუჩაზე გადააწყდა. ამავე დასახელების ღვინო იყიდება გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში. ღვინის ეტიკეტს საბჭოთა კავშირის დროშის ფორმა და ფერი აქვს, რომელზეც საბჭოთა სიმბოლიკა - ნამგალი და უროა გამოსახული.

1 ბოთლი მშრალი წითელი ღვინის ფასი  "კარფურის" ქსელში 12.95 ლარია.