საზოგადოება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება დასრულდა

parafirebaსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება დასრულებულია. 1000-გვერდიან დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა.

„ამ ხელშეკრულების გაფორმებით ევროპასთან ინტეგრაციის იურიდიულ ჩარჩოებში ვექცევით. ეს არ რის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულებით საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება. მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ამ ხელშეკრულების გაფორმება“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დაახლოებით 1 წელიწადში, 2014 წლის შემოდგომაზე მოხდება.