საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი: „ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს უალტერნატივოს ხდის“

JamesAppathuraiსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს უალტერნატივოს ხდის.

„ალექსი პეტრიაშვილი და დავით ზალკალიანი გუშინ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს შეხვდნენ და გადადგეს ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით, რაც დაფუძნებულია საქართველოს პროგრესსა და განვითარებად რეფორმებზე. მათ ესმით მრავალი მილოცვა ყველა მიღწეული პროგრესისთვის და ვალდებულებებისთვის, რაც ქვეყნის ინტეგრაციისთვის აქვთ აღებული – მაშინაც კი, როცა რუსეთი განაგრძობს ქვეყნის ოკუპაციას. საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება კი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს უალტერნატივოს ხდის“, – წერს ჯეიმს აპატურაი.