აქტუალური
საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ვილნიუსის სამიტის ფარგლებში "ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის თაობაზე" ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერა მოხდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელს მოაწერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი.