სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მიზნით საზღვარგარეთის ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ. მათ ერთ–ერთ მოქალაქეს უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი მოწმობაც დაუმზადეს. სამართალდამცველებმა მარიამ ჩ-ს ავტომანქანის ჩხრეკისას გაყალბებული საბუთების გასაღების შედეგად მიღებული თანხა – 1000 ევრო ამოიღეს. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია გაყალბებული საბუთები.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 362–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).