პოლიტიკა
საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი.
“საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მან წინასწარ გაიარა კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან და ამის შემდეგ მოახდინა კოდექსში ცვლილებების ინიცირება.
გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დავით ნარმანია უტიფრად ცრუობს, ვინაიდან ამგვარ კონსულტაციებზე შეთავაზება არცერთ ძირითად არასაპარლამენტო პარტიას არ მიუღია.