პუბლიკაციები
“ქართულ-ოსური კონფლიქტი და საქართველოს სამეზობლო ურთიერთობები''-ს თავმჯდომარის მარინა კაჟაშვილის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს

analit-geo-A4საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სახალხო დიპლომატიური ორგანიზაციის ,,ქართულ-ოსური კონფლიქტი და საქართველოს სამეზობლო ურთიერთობები''-ს თავმჯდომარე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ცხინვალიდან 23 წლის დევნილი - მარინა კაჟაშვილი გამოეხმაურა 26.11.2013 წ. ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარისა და კომისიის წევრთა წარდგინებას.სადაც პრეზიდენტმა შეწყალების ახალი კომისიის თავმჯდომარედ დაასახელა ჟურნალისტი- ალეკო ელისაშვილი და კომიისიის სხვა წევრები: ლია მუხაშავრია, თამარ ხიდაშელი, ეკა გიგაური, ბასა ჯანიკაშვილი, ზვიად ქორიძე, თეა გოგოტიშვილი, კოტე ჯანდიერი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მეუფე თეოდორი, გვი შაჰნაზარი. ორგანიზაცია ,,ქართულ-ოსური კონფლიქტი და საქართველოს სამეზობლო ურთიერთობები''-ს თავმჯდომარე მარინა კაჟაშვილი, ორგანიზაციის სახელით მიესალმება პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და ახალ კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ ალეკო ელისაშვილსა და კომისიის შემადგენლობას უსურვებს ობიექტურ და წარმატებულ მუშაობას. თუმცა იგი იქვე დასძენს რომ, მისი სახალხო დიპლომატიური ორგანიზაციის ,,ქართულ-ოსური მისიის'' პასუხისმგებლის პოზიციაზე ყოფნის დროს, მან და ორგანიზაციის სხვა წევრებმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და სახალხო დამცველთან, ბატონ უჩა ნანუაშვილთან სერიოზული მუშაობის შედეგად დაადგინეს , რომ მხოლოდ თბილისსა და რუსთავის სასჯელარსრულების იზოლატორებში სასჯელს იხდის დაახლოებით 400 - მდე კონფლიქტის ზონიდან დევნილი პატიმარი, რომელთა მცირე ნაწილის მონახულება შედგა 2013 წლის მაისში, აღდგომის დღეებში, როცა პატიმრებს გადაეცათ ორგანიზაციის სახელით სააღდგომო ნობათი. კიდევ და კიდევ უღრმეს მადლობას უცხადებენ სამინისტროს იმ მაღალჩინოსნებს, რომელნიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში და საქმეს თავი კვალიფიციურად გაართვეს. შეგახსენებთ , რომ ორგანიზაციამ მოინახულა მარეკ დუდაევი,რომელმაც უღრმესი მადლობა გადაუხადა უწმინდესსა და უნეტარეს, ილია II და ახალ მთავრობას . სამწუხაროა, რომ დევნილ პატიმართა შორის არიან არასრულწლოვნები და ქალბატონები ეთნიკური ნიშნით, რომელნიც იხდიან სასჯელს.რომელთა საქმეები გადახედვას მოითხოვს. თუმცა დევნილი პატიმრთა უმრავლესობის მონახულება ვერ შესძლო ორგანიზაციამ. ალბათ სრუალიად საქართველოს მასშტაბით დევნილ პატიმართა რიცხვი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია. ქალბატონი მარინა კაჟაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს რჩევით და თხოვნით მიმართავს, ,,როცა ქვეყანაში ბოლო ოცდასამი წლის განმავლობაში პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამძაფრების ფონზე, საკუთარ სამშობლოში, სტატისტიკური მონაცემებით 90 000 (ოთხმოცდაათიათასი ) დევნილი ოჯახი გყაავს, არავის აქვს უფლება დევნილთა იგნორირების და ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ , რომ არა მხოლოდ შეწყალების კომისიაში, არამედ უმაღლეს სამთავრობო სტრუქტურათა მაღალ პოზიციებზე, თითო კაცი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან უნდა იქნეს წარდგენილი, რომელნიც შესძლებენ, საკუთარი მხარის საქმეთა კოორდინაციას, რომელთაც ბევრად მეტი იციან მშობლიური მხარის, ხალხისა და კონფლიქტების შესახებ. აღნიშნული ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გამართავს შეხვედრებს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, სადაც დევნილთათვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხების დაყენებას გეგმავს,რომელთა შორის ერთერთი უპირველესი იქნება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საკითხი.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი,
სახალხო დიპლომატიური ორგანიზაციის ,,ქართულ-ოსური კონფლიქტი და საქართველოს სამეზობლო ურთიერთობები''- თავმჯდომარე,
ცხინვალიდან 23 წლის დევნილი
მარინა კაჟაშვილი
27.11.2013.