ბოევიკებმა საავადმყოფოში სასაკლაო მოაწყვეს
საქართველო, 27 ნოემბერი,
საქინფორმი. ბოევიკებმა სირიის ქრისტიანულ ქალაქ დეირ-ატიიას საავადმყოფოში სასაკლაო მოაწყვეს. დაჯგუფების წევრებს ემსხვერპლა მედპერსონალიც, რომელიც ბანდიტებს არ დაემორჩილა.
ტერორისტებმა ყელი გამოჭრეს 5 ექიმსა და 5 მედდას. ჰოსპიტლის მედპერსონალი მძევლად აიყვანეს. თავად ქალაქში კი, რომელიც დამასკოდან 70 კმ-ში მდებარეობს, და მის გარეუბნებში მეხუთე დღეა სისხლისმღვრელი შეტაკებები მიმდინარეობს.