საზოგადოება
საქართველოდან რუსეთში 120 ტონა მანდარინი გადაიზიდა

mandariniსაქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთში სახმელეთო გზით უკვე გადაიზიდა 120 ტონა მანდარინი, საიდანაც ნაწილი გაიგზავნა ციმბირში, ხოლო ნაწილი - მოსკოვის ოლქში.

"ბათუმში დღეს შემოვა გემი, რომელიც ქართულ ციტრუსს ნოვოროსიისკში გადაზიდავს. პროდუქტის ექსპორტი მოხდება ევროსტანდარტების შესაბამისად", – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზურაბ ფუტკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის 18 ნოემბრიდან რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტები საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის მონიტორინგს ახორციელებენ. სურსათის უვნებლობის სამსახურის პროგნოზით, 2013 წელს აჭარაში ციტრუსის მოსავლის მოცულობა 110 ათასი ტონა იქნება.